მთავარისაქართველოგერმანიაში სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები გაიფიცნენ - პროფკავშირები

გერმანიაში სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – პროფკავშირები

პროფკავშირების თავმჯდომარე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მსურველებს მოუწოდებს, ქვეყნის დატოვებამდე კონსულტაცია პროფკავშირების იურისტებთან გაიარონ

გერმანიაში სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით გაიფიცნენ, ისინი მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირები ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გერმანიაში არიან ქართველი მძღოლები, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში არ დაუსვენიათ, 365 დღის განმავლობაში მანქანიდან არ ჩამოსულან, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს ასევე ისაუბრა სტუდენტური დასაქმების ფარგლებში წასული იმ სტუდენტების საქმეზე, რომელთაც პრობლემები შეექმნათ.

პროფკავშირების თავმჯდომარე მათ ვინც უცხოეთში სამუშაოდ წასვლას გეგმავს, ურჩევს რომ სანამ ქვეყნიდან წავლენ კონტრაქტი პროფკავშირების იურისტებს აჩვენონ, რათა წინასწარ იცოდნენ რისკები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend