მთავარიევროპაფინეთიფინეთი ნატოს 31-ე წევრი ქვეყანა გახდა

ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ქვეყანა გახდა

ნატოს შტაბბინაში ფინეთის დროშა ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ალიანსის წევრია.

ფინეთის ნატოში გაწევრება რუსეთის ფედერაციისა და ვლადიმერ პუტინისთვის დიდი დარტყმაა. სწორედ, კრემლის აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ და უკრაინაში წამოწყებულმა ომმა განაპირობა, ფინური საზოგადოების 80% – ის ნატოში გაწევრების მხარდაჭერა.

ცერემონიას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც განცხადა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრება ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა.

ფინეთს ნატოსთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება აქვს, ფინური არმია ნატოს ეგიდით გამართულ სამხედრო მანევრებში პარტნიორი სახელმწიფოს სახელით ხშირად მონაწილეობს.

ნატოში ფინეთის გაწევრებით ალიანსი 3 მიმართულებით მიიღებს სარგებელს, რაც გულისხმობს სარეზერვო ძალებს, ტექნოლოგიური წვდომასა და არტილერიას.

ფინეთს 1500-ზე მეტი საარტილერიო ერთეული ჰყავს, ეს კი პოლონეთის, გერმანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ერთად აღებულ საარტილერიო სამხედრო რესურსზე მეტია.

ფინეთის ნატოში გაწევრების პროცესი წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა და ემთხვევა ნატოს დაარსების 74 – ე წლისთავს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend