მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტს სწორი აქცენტები ჰქონდა – ასე აფასებს ოპოზიციის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში. მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას გაამახვილებდა ევროინტეგრაციაზე, ასევე „ქართული ოცნების“ კურსის ცვლილებაზე. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახლა საქართველოს მკაცრი შეფასებების დრო არ აქვს და ქვეყანა ქმედებებზე უნდა გადავიდეს.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლით უკმაყოფილო იყო მმართველი გუნდი.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, მათ ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინეს.

წლიური ანგარიშის წარდგენისას სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ევროინტეგრაციაზე. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია იცის, რა არის ევროპა და რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend