რა გამოწვევების წინაშე დგას ეს პალიატიური მედიცინა საქართველოში? – ამაზე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს, სადაც კლინიკური შემთხვევებიც იყო განხილული. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოში მომუშავე, ასევე უცხოელი ექიმებიც.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობენ: თამარ კვარაცხელია, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ამბულატორიის ხელმძღვანელი და სალომე ოცხელი, ზაარლანდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თერაპიული და გასტროენტეროლოგიური განყოფილების უფროსი ექიმი