მთავარისაქართველოგიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

პიანისტი გიორგი გიგაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორის დასახელდა. საერთაშორისო ჟიურიმ ქართველი პიანისტი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა და მეორე ადგილი მიანიჭა.

Billboard Georgia-ს ინფორმაციით, საფინალო სესიაზე გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი №3 შეასრულა. იგი ერთადერთი ფინალისტი იყო, ვისაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. აპლოდისმენტები და შეძახილები გიგაშვილის კულისებში გასვლის შემდეგაც გაგრძელდა და მაყურებელმა პიანისტი სცენაზე ორჯერ გამოიხმო.

ჟიურიმ გამარჯვებულთა ვინაობა გუშინ, საფინალო სესიების დასრულების შემდეგ გამოაცხადა. დღეს დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი გიგაშვილი უკვე კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის სტატუსით, ისრაელის კამერატასთან ერთად დაუკრავს.

გიორგი გიგაშვილი მესამე ქართველი პიანისტია, ვინც რუბინშტეინის კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოხვდა. 1995 წელს ალექსანდრე კორსანტიამ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა, 2008 წელს კი ხატია ბუნიათიშვილი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend