მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა

დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც  შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

დონალდ ტრამპს მანჰეტენის ნაფიცთა მსაჯულებმა წაუყენეს ბრალდება, რომელიც  2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობის დამალვის მიზნით გადახდილ თანხებს ეხება.

პროკურორების თქმით,  ტრამპმა  პორნოვარსკვლავს  სტორმი დენიელსს დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადა.

ეს გადაწყვეტილება წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შედეგია. გამოძიება მის ბიზნეს, პოლიტიკურ და პირად საქმიანობას ეხებოდა.

დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება პოლიტიკურ დევნად შეაფასა. მისი აზრით, ისინი ცდილობენ, ყოფილ პრეზიდენტს მომავალ არჩევნებში შეუშალონ ხელი.  როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი 2024 წელს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად იყრის კენჭს.

ყოფილი ფედერალური პროკურორი ნეამა რაჰმანი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს შემთხვევა გავლენას ვერ იქონიებს მის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მოქმედ პრეზიდენტს ვერავინ გაასამართლებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპს არჩევნებამდე გაასამართლებენ, ეს მაინც არ შეუშლის ხელს მას, დაიკავოს  საჯარო თანამდებობა.

ნიუ-იორკის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრეგმა პირველმა მისცა ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საქმეს.

ელვინ ბრეგის ოფისთან მანჰეტენში შეიკრიბნენ როგორც ტრამპის მხარდამჭერები, ისე მისი მოწინააღმდეგეები.

პერიმეტრის გარშემო უსაფრთხოების ნორმები იყო გაძლიერებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend