მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საზღვართან ახლოს, სუმის რეგიონში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საზღვართან ახლოს, სუმის რეგიონში ჩავიდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს უკრაინის პრეზიდენტის  პირველი ვიზიტია რუსეთის საზღვრებთან ასე ახლოს.  ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილო-აღმოსავლეთით სუმის რეგიონს ეწვია, რომელსაც ერთ დროს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. კონფლიქტის დაწყებიდან პირველ კვირებში ამ რეგიონის რამდენიმე დასახლება ბრძოლების ეპიცენტრში მოექცა.

რუსული ძალები კი კვლავ ბომბავენ რეგიონს. გუშინ დილით მათ იერიში მიიტანეს ქალაქ ბილოპილიაზე, სადაც სკოლის შენობა და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

ამავდროულად, ხარკივის რეგიონში ქალაქ სტარი სალტივს ომის მძიმე კვალი  ეტყობა. ადგილობრივები ნანგრევებში ცდილობენ თავის შეფარებას და ცხოვრების გაგრძელებას. დიპლომატიურ ფრონტზე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით გამართულ  დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს დაესწრო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმტირო კულებამ განაცხადა, რომ არცერთ სხვა ერს არ სურს მშვიდობა ისე, როგორც  უკრაინას, მაგრამ მშვიდობის დამყარება ნებისმიერ ფასად – ილუზიაა. იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს გრძელვადიანი, ის უნდა იყოს სამართლიანი. მისი თქმით, რუსეთის აგრესიის შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავარი პირობაა მშვიდობისთვის.

რუსეთში აცხადებენ, რომ მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა დასძენენ, რომ პირველ ადგილზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend