მთავარიევროპამოლდოვაშარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში ჩავიდა

შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში ჩავიდა

შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში იმყოფებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვის მთავრობას რუსეთის აგრესიის ფონზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ევროპულ ოჯახში გაწევრების გზაზე.  როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ასევე ერთ მილიარდზე მეტი ევრო გამოყო მოლდოვაში სტაბილურობის დასამყარებლად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიაჩნია, რომ მოლდოვისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა,  და მისი ხალხისთვის ეს ისტორიული შესაძლებლობაა. იგი დარწმუნებულია, რომ მოლდოვა და მოლდოველები ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ. რუსეთი განაგრძობს უკრაინის თავისუფალ ხალხზე თავდასხმას და, მისი თქმით,  აქ, მოლდოვაში, ყველაზე მეტად გრძნობენ რუსეთის უკრაინისადმი მიმართული აგრესიის შედეგებს. შარლ მიშელმა ასევე დასძინა, რომ მოლდოვა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამიზნე.

თუმცა ქვეყანაში პრორუსული განწყობაც იგრძნობა. გასული კვირების განმავლობაში რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა მაია სანდუს გადადგმოს მოთხოვნით. მოლდოვის მთავრობა რუსეთს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend