მთავარისაქართველოეკომეგობრული თოჯინების თეატრი ხიდისთავის სკოლაში

ეკომეგობრული თოჯინების თეატრი ხიდისთავის სკოლაში

მაშინ როცა მსოფლიო გარემოს დაბინძურებისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის, ხიდისთავის ერთ პატარა სკოლაში მოსწავლეები ნარჩენების მეორად გამოყენებას სწავლობენ.

მუყაოს ქაღალდისგან ეკომოგებრულ თოჯინებს ქმნიან და წარმოდგენებს მართავენ. ასე დაარქვეს მათ მიერ წამოწყებულ საქმესაც – ეკო თოჯინების თეატრი.

ახლა ისინი დაბინძურებულ მდინარეში მცხოვრები თევზების გასაჭირის შესახებ უამბობენ მაყურებელს.

„ინსცენირების სახელია მდინარის ბინადართა გასაჭირი, სადაც თევზები ჩივიან რადგან მათ მდინარის დაბინძურების გამო უკვე ფერი აქვთ შეცვლილი და ისინი ბავშვებს მოუწოდებენ, რომ დაეხმარონ და ბავშვებიც ეხმარებიან”, – გვიყვება ლიკა დავითაშვილი.

მუყაოსგან შექმნილი თოჯინების გამოყენებით ბავშვები სცენაზე აცოცხლებენ მოთხრობებს, ზღაპრებსა თუ ჩანახატებს, ხანდახან თავადაც წერენ სცენარებს.

„ერთი ის, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს და ნარჩენების მეორად გამოყენებას სწავლობენ ჩემი მოსწავლეები. მეორე ის, რომ ეს როგორც სწავლების მეთოდი, ასე შემოვიტანე საკლასო ოთახში. ასე ნასწავლი თამაშ-თამაშით, ეკო თოჯინების თეატრის მეთოდი, ასე ჰქვია ამ მეთოდს. გაცილებით უფრო ეფექტურია, გაცილებით უკეთეს შედეგებზე გავდივართ და ამახსოვრდებათ ბავშვებს ასეთი მიღებული ცოდნა“, – ამბობს “მოქალაქეობის” მასწავლებელი მიმოზა ღოლოჯაშვილი.

ეკომეგობრული თოჯინების თეატრი ხიდისთავის სკოლაში ორი წლის წინ შეიქმნა. ცოტა ხნის წინ კი იდეა ბიზნესსაქმიანობად აქციეს და მათ მიერ დამზადებული თოჯინების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის მოსწავლეების ზრუნვა გარემოზე მხოლოდ ეკომეგობრული თოჯინების თეატრით არ შემოიფარგლება. აქვე აგროვებენ პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმასის ბოთლებს, რომლებიც შემდეგ მეორადი გდამუშავებისთვის სხვადასხვა ქარხანაში მიაქვთ. მათი მიზანია, რომ ხიდისთავის საჯარო სკოლა როგორც ეკომეგობრული, მწვანე სკოლა მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend