მთავარიამერიკააშშნეშვილში მომხდარ მასობრივ სროლას სამი ბავშვი და სამი ზრდასრული ემსხვერპლა

ნეშვილში მომხდარ მასობრივ სროლას სამი ბავშვი და სამი ზრდასრული ემსხვერპლა

ორშაბათს ნეშვილში ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ერთი პისტოლეტით შეიარაღებულმა დამნაშავემ ერთ-ერთ კერძო სკოლაში 3 ბავშვი და 3 ზრდასრული ადამიანი დახოცა. ამ ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვა.

ქალთა ბიზნესსამიტზე გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან აღნიშნა, რომ  ოჯახებისთვის კი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ.  როგორც ცნობილია, მსროლელს კალაშნიკოვის ტიპის 2 ავტომატი და ერთი პისტოლეტი ჰქონდა. იგი კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაამტკიცოს მისი შეთავაზება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით.

პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია დამნაშავე, 28 წლის ქალი ოდრი ჰეილი, რომელიც თავს  ტრანსგენდერად თვლიდა. იგი ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. როგორც ცნობილია, იგი პოლიციასთან დაპირისპირების  დროს დაიღუპა.

ნეშვილის პოლიციის უფროსი ჯონ დრეიკის თქმით,  მათ აქვთ გარკვეული მტკიცებულებები და ჩანაწერები. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს ეს მასობრივი სროლის 129-ე შემთხვევაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend