მთავარისაქართველოკონფერენცია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილე

კონფერენცია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილე

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 10 წლის განმავლობაში სამი მილიონი ადამიანის 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, შვიდი მილიარდი ლარით დაფინანსდა

დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მან 10 წლის განმავლობაში 3 მილიონი ადამიანის 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან 7 მილიარდი ლარით დაფინანსდა.

2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 880 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მიმდინარე წელს იგეგმება დიალიზის სერვისის ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე დანერგვა და დიაბეტის მართვის პროგრამის გაფართოება.

2025 წელს კი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend