სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. აღინიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.
სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა”, – დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე ლევან იოსელიანმა.