მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება

საფრანგეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება

საფრანგეთში შეტაკება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მრავალათასიანი აქციის დაშლა და ქუჩების დასუფთავება გადაწყვიტა.
დემონსტრანტები საფრანგეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაიზრდება. კანონპროექტი ორშაბათს კონსტიტუციის 49-ე მუხლის გამოყენებით დეპუტატების კენჭის ყრის გარეშე მიიღეს. მანამდე პარლამენტში დეპუტატთა უმრავლესობამ კანონპროექტს მხარი ორჯერ არ დაუჭირა.

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მისი მოკავშირეების ინფორმაციით, პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას, მთავრობის შეცვლას ან დაძაბულობის დასამშვიდებლად საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით რეფერენდუმის მოწვევას არ აპირებს. მაკრონი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც კანონპროექტი დაამტკიცა.

ელისეის სასახლეში ამბობენ, რომ პრეზიდენტი საპენსიო რეფორმის შესახებ პირდაპირ ეთერში საუბარს გეგმავს.

პრემიერის გადაწყვეტილებამ, გამოეყენებინა კონკრეტული საკონსტიტუციო ძალა და ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე დაემტკიცებინა რეფორმა, დეპუტატების, მათ შორის მმართველი პარტიის წევრების აღშფოთება გამოიწვია. საფრანგეთის ათასობით მოქალაქე კი ქუჩაში გამოვიდა. მომდევნო მასშტაბური საპროტესტო აქცია 23 მარტს არის დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend