საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამ უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან შეუდგება.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებაა. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, აშშ-დან გადმოეცა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს წოდება საქართველოსთვის – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ისაუბრა ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში.