მთავარიმსოფლიოავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთსა და პაკისტანში  6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

300-ზე მეტი, მიწისძვრის შედეგად დაშავებულები კი  საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ქაბულში მოქალაქეებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთში, მთიან ჰინდუქუშის რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც პაკისტანსა და ტაჯიკეთს ესაზღვრება.

მიწისძვრის ბიძგები ტაჯიკეთშიც იგრძნობოდა. ორი თვის წინ დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა სირიასა და თურქეთში, რასაც 51 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend