მთავარიევროპარუსეთივიზიტის მეორე დღე - სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი პეკინში მიიწვია

ვიზიტის მეორე დღე – სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი პეკინში მიიწვია

რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის მეორე დღეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი დღის პირველ ნახევარში მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ – მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს შეხვდა. რუსეთის ფედერაციის პრემიერ – მინისტრის განცხადებით, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ისტორიულად უმაღლეს დონეზეა.

„ჩვენს შორის ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა. ამ ურთიერთობას მსოფლიო მასშტაბის გავლენა აქვს და ამავე დროს გახლავთ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი პარტნიორობა მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან სფეროს, ინდუსტრიულ წარმოებას, ბუნებრივ აირს, ნავთობს, ელექტროენერგიას. მსურს ხაზი გავუსვა ჩვენს შორის ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობასაც”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ – მინისტრმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის კავშირი დროთა განმავლობაში უფრო მტკიცე ხდება.

„წლების განმავლობაში ჩვენმა სტრატეგიულმა თანამშრომლობამ ბევრ გამოწვევას გაუძლო და უფრო მტკიცეა ვიდრე აქამდე. მე პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში მივიწვიე. ჩვენი გუშინდელი საუბრისას ზედმიწევნით განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები. ვაპირებთ, მომავალი თანამშრომლობის დეტალების შესახებ საუბარსაც”, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

სი ძინპინის მესამე ვადით არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend