მთავარიმსოფლიოჩინეთსა და რუსეთში აცხადებენ, რომ AUKUS-ის შეთანხმება გზას უხსნის მომავალ კონფლიქტს

ჩინეთსა და რუსეთში აცხადებენ, რომ AUKUS-ის შეთანხმება გზას უხსნის მომავალ კონფლიქტს

ჩინეთსა და რუსეთში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის გაფორმებული წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული შეთანხმება გზას უხსნის მომავალ კონფლიქტს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამივე მხარე ცივი ომის გამოწვევაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ დასავლეთი აზიაში დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვანგ ვენბინი აღნიშნავს, რომ ეს არის ცივი ომის ტიპური მენტალიტეტი, რომელიც მხოლოდ ხელს შეუწყობს შეიარაღების გაზრდას, ზიანს აყენებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასა და რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას. მშვიდობისმოყვარე ქვეყნებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ამასთან დაკავშირებით. როგორც ვანგ ვენბინი ამბობს, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება იმის მტკიცებულებაა, რომ სამივე ქვეყანა კიდევ უფრო წინ მიიწევს ამ არასწორ და სახიფათო გზაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ანგლოსაქსური სამყარო AUKUS-ის მსგავსი სტრუქტურების შექმნითა და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის აზიაში განვითარებით სერიოზულ ფსონს დებს, რომ მრავალწლიანი  დაპირისპირება გამოიწვიონ.

AUKUS-ის შეთანხმება უახლესი იმ მოვლენების სერიაშია, რომლებმაც გაამძაფრა დაძაბულობა ჩინეთ-რუსეთსა და დასავლეთს  შორის.
ორმა ქვეყანამ ბოლო თვეებში ურთიერთობები საგრძნობლად გააღრმავა. არსებობს ვარაუდი, რომ პეკინი მოსკოვს იარაღსაც მიაწვდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend