ათასობით ადამიანი გამოვიდა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის ქუჩებში. ისინი მთავრობისგან ზამთრის ენერგოგადასახადების სრულად დაფარვას, ქვეყნის ომში ჩართვისგან არიდებასა და პროდასავლური მიმართულების პრეზიდენტის მაია სანდუს გადადგომას მოითხოვენ.
დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ მოლდოვის მთავარი პარტნიორი რუსეთი უნდა იყოს. კიშინიოვის ოფიციალური პირების განცხადებით, დემონსტრაციებს კოორდინაციას უწევენ პრორუსი ოლიგარქები ვლად პლაჰოტნიუკი და ილან შორი, რომლებზეც კორუფციის ბრალდებით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული
შეერთებული შტატები რუსეთს მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ მისი მიზანი კიშინიოვში პროევროპული მთავრობის დამხობაა.
ამავდროულად, მოლდოვის პოლიციამ კვირას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულება ჩაშალა და დააკავა რამდენიმე პირი, რომლებსაც 10000 დოლარს დაჰპირდნენ, თუ პროტესტის დროს დესტაბილიზაციას შეუწყობდნენ ხელს და მასობრივ არეულობას გამოიწვევდნენ. დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი.