ლონდონში, Bonhams- ის სააუქციონო სახლში მიმდინარეობს ონლაინ აუქციონი „ქართული და სომხური ხელოვნება.“ ესაა ლონდონის სააუქციონო სახლი Bonhams-ისა და „ბაია გალერეას“ პირველი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებიც პირველად აუქციონების ისტორიაში, რეგიონული ფორმატითა და საქართველოს სახელით წარადგენენ ქართულ ხელოვნებას.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში აუქციონის შესახებ “ბაია გალერეას” დირექტორმა ბაია წიქორიძემ ისაუბრა.