მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მთავრობა დემოკრატიული რეფორმების გატარებაზე უარს ამბობს

საფრანგეთში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მთავრობა დემოკრატიული რეფორმების გატარებაზე უარს ამბობს

საფრანგეთის მთავრობის მიერ წარდგენილი საპენსიო რეფორმის პროტესტის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სტად დე ფრანსის  სტადიონსა და ოლიმპიური სოფლის სამშენებლო მოედანს. რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა აქცია გამართა და საპენსიო ასაკის 64 წლამდე აწევა მოითხოვა.

აქციის მონაწილე სედრიკ ლიჰტი ამბობს, რომ ეს სიმბოლური ქმედებაა, რადგან ორთვე-ნახევრის წინ დასაქმებულთა 90 პროცენტმა და  საფრანგეთის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტმა უარყო ის კონტრრეფორმა, რომელიც მთელ ფრანგულ საზოგადოებას, ფაქტობრივად, აჩოქებს. მისი თქმით, მთავრობა არ უსმენს თავის მოქალაქეებს და უარს ამბობს დემოკრატიული რეფორმების გატარებაზე. დღეს მათი სათქმელი ისაა, რომ მთავრობა საფრანგეთის მოსახლეობისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ისინიც, შეძლებისდაგვარად, ეცდებიან, ხელისუფლება აიძულონ, პატივი სცენ ხალხის გადაწყვეტილებას.

მანამდე კი სტუდენტებმა საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში ზოგიერთი უნივერსიტეტის შესასვლელი გადაკეტეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ცვლილება აუცილებელია იმისათვის, რომ საპენსიო სისტემა ფინანსურად მდგრადი იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend