პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებას ორი მოთხოვნით „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიმართა.
„პირველი, დაუყოვნებლივ გაიხმოს „ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან.
მეორე, ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ხელისუფლებას დროს 22:00 საათამდე მისცეს. თუკი მოთხოვნები არ შესრულდება, როგორც ვაშაძემ თქვა, სხვა შემთხვევაში „ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. თუ რა ნაბიჯი იქნება ამას ერთ საათში გაიგებთ”.