მთავარიკუბისაქართველო არის ევროპა - ევროპარლამენტარების გამოხმაურება

საქართველო არის ევროპა – ევროპარლამენტარების გამოხმაურება

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას.  აგენტის კანონის წინადადება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის მომავალს”, – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩინე.

ევროპარლამენტარები აზიარებენ ვიდეოს, რომელზეც აქციის მონაწილე ქალი აფრიალებს ევროკავშირის დროშას, როდესაც მისი მიმართულებით სამართალდამცველები წყლის ჭავლს ისვრიან.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას. აგენტის კანონის წინადადება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის მომავალს. მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკოსს საქართველოში, განსაკუთრებით მმართველ გუნდს, გთხოვთ მოუსმინოთ თქვენს ხალხს. არ დაანგრიოთ თქვენი ქვეყნის მომავალი“, – წერს რასა იუკნევიჩინე.

 

„ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ბევრი ვერბალური თავდასხმა მიმიღია ჩემი პარტიის პოპულარობის შესახებ, რომ 40%-იც არ გვაქვს. კარგი, მინდა გითხრა, ირაკლი ღარიბაშვილო, რომ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლები. გააჩერეთ ეს სიგიჟე, გააჩერეთ უცხოური აგენტების კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს”, – მარკეტა გრეგორევა, ევროპარლამენტარი.

“მამაცურად ფრიალებდა ევროკავშირის დროშა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მინიშნება.  რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და  საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველო არის ევროპა”, – ტეის როტენი.

სოციალურ ქსელის ქართულ სეგმენტში სულ უფრო მეტი პოსტი იწერება ჰეშთეგით #არარუსულკანონს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:02

ერთობის ჯაჭვი

spot_imgspot_img
Send this to a friend