“ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ” – ამ სლოგანით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
მოქალაქეები “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა.
საკანონმდებლო ორგანოსთან, 19:00 საათზე დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მოაქვთ. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.