ერთი თვე გავიდა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან, რომელიც ჯანმომ ევროპის კონტინენტზე ბოლო საუკუნეში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ ბუნებრივ სტიქიად შეაფასა. ანკარის ისტორიული გული აღარ ფეთქავს და ახლა მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. რაფეტ იავრუმი რელიგიური წინამძღოლია. მას მეზობლებიც კი აღარ ჰყავს, თუმცა წასვლა მაინც არ სურს. მას უკვე სამი კვირაა, ერთ-ერთ პარკში კარავში სძინავს.
ადგილობრივი მცხოვრები და მუფთი, რაფეტ იავრუმი ჰყვება, რომ მის გარშემო თითქმის ყველა დაიღუპა. ვეღარაფერს ამბობს იგი ადგილზე რჩება და არსად აპირებს წასვლას.
თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, მიწისძვრით მოსახლეობის ერთი მეექვსედი, 14 მილიონი ადამიანი დაზარალდა. აქედან 3 მილიონ ნახევრამდე მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. თითქმის 2 მილიონი ადამიანი ამჟამად კარვებში ცხოვრობს.
ქალაქ ნურბაგიში გადარჩენილებისა და იძულებით გადაადგილებულებისთვის კი ე.წ. კოტეინერების ქალაქის მშენებლობა სრულდება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დიდი სივრცე არ არის, თუმცა დაკმაყოფილდებიან იმით, რაც არის.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 9 საათში მეორე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა, რასაც თურქეთში 46 000 ადამიანი ემსხვერპლა, 105 000 კი დაშავდა. 6000 ადამიანი დაიღუპა მეზობელ სირიაშიც. მიწისძვრამ დააზიანა ან მთლიანად გაანადგურა 214 000 შენობა.