მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი აცხადებს, რომ ზაპორიჟიაზე თავდასხმას აუცილებლად მოჰყვება სამხედრო რეაგირება

ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპორიჟიაზე თავდასხმას აუცილებლად მოჰყვება სამხედრო რეაგირება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულა და სილვას ესაუბრა. ორმა ლიდერმა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დიპლომატიურ ძალისხმევაზე ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპორიჟიაზე თავდასხმას უკრაინის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება სამხედრო და სამართლებრივი რეაგირება. მისი თქმით, ოკუპანტი შეიგრძნობს მათ ძალას, სამართლიანობის ძალას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ზელენსკი მადლობას უხდის ყველა მაშველს, რომლებიც წინა ღამეს საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ნანგრევების გასუფთავებას ცდილობენ. მათ 11 ადამიანი გადაარჩინეს, 70-ს დახმარება გაუწიეს. დადასტურებული ინფორმაციით, ჯერჯერობით 2 ადამიანია დაღუპული.

სამხედრო ექსპერტი და უკრაინის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი რომან სვიტანი აღნიშნავს, რომ რუსები უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ცდილობენ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. ისინი ბახმუტის გარდა, სხვაგან წინ ვერ მიიწევენ. მათთვის ბახმუტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

რუსები უკვე ექვსი თვეა, ყურადღებას იქცევენ, გამარჯვებასა და ქალაქის სრულად გაკონტროლების მზადყოფნაზე საუბრობენ, რამდენჯერმე მათ ქალაქის დაკავების შესახებაც განაცხადეს. რომან სვიტანი აღნიშნავს, რომ ეს მათთვის საინფორმაციო ხაფანგია, რომელსაც ვეღარ მიატოვებენ.

კიევთან ახლოს კი, ბოროდიანკაში, 3 ამოუცნობი ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა. რეგიონული პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ გასული წლის ბოლოდან, ოკუპაციის დასრულების შემდეგ, მათ უკრაინის 1373 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend