მთავარიკუბი„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი - გამოხმაურება სოციალურ ქსელში

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი – გამოხმაურება სოციალურ ქსელში

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის  ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უცხოური აგენტების შესახებ კანონებს სერიოზულ საფრთხეს უწოდებს და მოუწოდებს ხელისუფლებას უარი თქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე.

„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე“, – აღნიშნა სამანტა პაუერმა.

განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან კანონპროექტის ინიციატორის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებმა, “ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის”.

მოგვიანებით, ლოზუნგით „ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია“ განცხადება გამოაქვეყნა საქართველო საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ. ამ განცხადებას 20-მდე კომპანია შეუერთდა.

ასევე შეიქმნა პეტიცია, „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“, რომლის ინიციატორი „24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფია“.

ასევე განცხადებას აქვეყნებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც, რომელსაც მიაჩნია რომ ამ კანონის მიღება გაზრდის ქვეყნის შიგნით დაპირსპირების რისკებს.

კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და თსუ-ს ლექტორის ნიკოლოზ სამხარაძის სტუდენტები. ახალგაზრდები მას ბოიკოტს უცხადებენ და უარს ამბობენ დაესწრონ მის სალექციო კურსს, რომელსაც „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“ ჰქვია.

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. “ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა”, – აცხადებენ ქარტიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend