მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა უკრაინას და განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი ორი პროცენტით გაიზრდება, რათა მიუახლოვდეს ნატოსთან შეთანხმებულ ნიშნულს.

ოლაფ შოლცი გულისხმობდა სპეციალურ 100-მილიარდიან ფონდს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა.

გერმანიის კანცლერმა  ოლაფ შოლცმა ჩინეთის ხელისუფლებას მოსთხოვა,  გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვში, რომ რუსეთმა უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს. გარდა ამისა, ოლაფ შოლცი მოუწოდებს ჩინეთს, არ მიაწოდოს აგრესორს შეიარაღება.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გუშინ ვაშინგტონში გაემგზავრა, დღეს, 3 მარტს იგი  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend