მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 6-დან 9 მარტის ჩათვლით საქართველო ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და პროგრამით წარდგება.
ბაზრობა 1963 წლიდან იმართება და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილემ მაიკო დანელიამ და ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა ისაუბრეს.