მთავარისაქართველოსახალხო დამცველის არჩევა

სახალხო დამცველის არჩევა

საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ლევან იოსელიანის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად წარედიგნა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს ოპოზიციის ნაწილი ღიად უჭერს მხარს. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს და სწორედ ამიტომ მოიწვია დღეს რიგგარეშე ბიურო, რომ ომბუდსმენის პოსტზე სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სახალხო დამცველის არჩევის საკითხს პარლამენტი დიდი სერიოზულობით მიუდგა, თუმცა, მათივე თქმით, პროცესმა აჩვენა, რომ კვალიფიცირებული უმრავლესობა პრობლემაა.

სახალხო დამცველის არჩევის პროცესი რომ ინკლუზიური უნდა იყოს და მიუკერძოებელი კანდიდატის არჩევა უნდა მოხდეს, ამაზე საუბარი ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა. ომბუდსმენის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend