2022 წელმა მსოფლიო ეკონომიკაში ქაოსი გამოიწვია. თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო უარყოფითი ეფექტები საქართველოსთვისაც, თუმცა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2022 წელს მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესდა და რეალური ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა – ეს წერია PMC research-ის კვლევაში, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს გასული წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
როგორი იყო საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს, რა გავლენა მოახდინა მასზე ომმა და კოვიდპანდემიამ? ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში PMC research-ის მკვლევარმა, ნიკა კაპანაძემ ისაუბრა.