მთავარიევროპაუკრაინასაზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ერთ მესამედს უკრაინაში დაბრუნება სურს

საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ერთ მესამედს უკრაინაში დაბრუნება სურს

გასული წლის განმავლობაში  ომისგან თავის დასაღწევად მილიონობით უკრაინელმა გადაკვეთა საზღვარი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად 13-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა თავისი საცხოვრებელი. აქედან 5.5 მილიონი ლტოლვილი უკან დაბრუნდა, თუმცა უმეტესობა საზღვარგარეთ რჩება. ევროპის ფუნდამენტური უფლებების სააგენტო ეცადა გაერკვია, როგორ ცხოვრობენ უკრაინელები საზღვარგარეთ. შეირჩა 10 ქვეყანა. ეს არის ქვეყნები, რომელთაც სახმელეთო საზღვარი აქვთ უკრაინასთან ან პროპორციულად ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღეს.

ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა და შექმნა მექანიზმები უკრაინელი მიგრანტების მისაღებად. 14 500 გამოკითხულიდან, მესამედმა მასპინძელ ქვეყანაში მუდმივი თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა უმეტესობამ მხოლოდ დროებითი (დაცვა, უსაფრთხოება, თავშესაფარი) ითხოვა. მიზეზი კი ისაა, თუ როგორ უყურებენ ისინი მომავალს. სამიდან ერთი გამოკითხული ლტოლვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, ხუთიდან მხოლოდ ერთი გეგმავს საზღვარგარეთ დარჩენას.

მიუხედავად  დახმარების მრავალი პროგრამისა, უკრაინელთა უმეტესობა საცხოვრებლის ხარჯების ნაწილს მაინც იხდის. ლტოლვილთა 38 პროცენტი ყველა კომუნალურ გადასახადს იხდის მათ შორის: ქირას, წყალს, ელექტროენერგიას, გაზსა და კომუნიკაციებს, თუმცა 79 პროცენტი აცხადებს, რომ უჭირს შემოსავლის თვის ბოლომდე განაწილება.

მხოლოდ ერთ მესამედს აქვს ანაზღაურებადი სამსახური, მათ უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. უმუშევრობის მთავარი მიზეზი კი მასპინძელი ქვეყნის ენის არ ცოდნაა.  ორმა მესამედმა ცოტათი ან საერთოდ არ იცის ენა და თითქმის იმავე რაოდენობის უკრაინელებს ენის არანაირი კურსი არ გაუვლიათ.

ევროპის ფუნდამენტური უფლებების სააგენტო ხაზს უსვამს ზომების მიღების მნიშვნელობას უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და შეუფერხებლად დაბრუნების წახალისებისთვის. კონფლიქტის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსალოდნელია   მასობრივი რეპატრიაცია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend