ზუგდიდში გალა-წარმოდგენა გაიმართა, სადაც ორმოცმა კონფლიქტით დაზარებულმა ქალმა საკუთარი ხელით შექმნილი ტანსაცმელი, ტრიკოტაჟი, სათამაშოები და ნაქსოვი ნაკეთობები წარადგინა. გამოფენის მონაწილეებმა ხელსაქმის პროფესიული ტრენინგი გაიარეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისთვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაუძღვა.
რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი მშვიდობიანი და ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოების მშენებლობისთვის – “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში EU4Dialogue პროგრამის კოორდინატორმა, მარიამ ბეგიაშვილმა ისაუბრა