საქართველოს მთავრობამ დააკორექტირა ნორმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლებას აძლევდა.
მთავრობამ 2023 წლის 24 თებერვალს გამოსცა №81 დადგენილება, რომლითაც შესწორება შეიტანა 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში.
გამოქვეყნებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ორი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.