მთავარიdraft geoლონდონის ქუჩებს მიღმა - ქუჩის გრაფიტი საგამოფენო დარბაზში

ლონდონის ქუჩებს მიღმა – ქუჩის გრაფიტი საგამოფენო დარბაზში

ლონდონის „სააჩის გალერეაში“ წარმოდგენილი ახალი გამოფენა სახელწოდებით „ლონდონის ქუჩებს მიღმა“ ეძღვნება ქუჩის მხატვრობის გავლენას მთელს მსოფლიოზე. გამოფენაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარი.

გამოფენა „ლონდონის ქუჩებს მიღმა“ ხელოვნების ამ მიმდინარეობისთვის ისტორიულ მომენტს წარმოადგენს.

“ამ გამოფენის მთავარი ღერძია ხელოვნების მემაბოხე  ჟანრი, რომელიც წესებს არ ცნობს,“ – განმარტავს  ევან პრიკო, გამოფენის „ლონდონის ქუჩებს მიღმა“ თანაკურატორი. „მაგრამ  ეს გამოფენა ასევე აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა და გაძლიერდა ეს მიმდინარეობა, რომელიც უკვე გავლენას ახდენს მოდაზე, ფოტოგრაფიასა და მუსიკაზე.“

ალექსანდრე ფარტო, ფსევდონიმით ვილსი , პორტუგალიელია მხატვარია, რომელსაც სახეების ხატვა იტაცებს. კედლების მოსახატად იგი მეორად მასალებს იყენებს. „ვილსის“ ნამუშევრები სააჩის გალერეის მშვენებაა.

ალექსანდრო ფარტო, იგივე გრაფიტის მხატვარი „ვილსი“:

“ჩემი სამუშაო პროცესი ყოველთვის შეიცავს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც შემდეგ შემოქმედებითი ხდება. ვიღებ საჯარო სივრცეში მიივიწყებული კედელს, კარს ან ნებისმიერ საგანს, რომელზეც ქალაქში აღარ ზრუნავენ…მოხატვის პროცესში, როდესაც ზედაპირს ვკაწრავ, ვხატავ ისეთი ადამიანების სახეებსა და ამბებს, რომლებიც რამენაირად დაკავშირებული არიან ამ კონკრეტულ საგანთან ან ქალაქთან.“

ნიდერლანდელი გრაფიტის მხატვარი ბორის ტელეგენი, რომელსაც დელტას უწოდებენ, სხვადასხვა ტიპის ფიგურებს ხატავს. სააჩის გამოფებაზე მისი ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი.

“გრაფიტი შენს სახელს უკავშირდება. თუმცა ის ასევე ნაწერის ფორმასაც გულისხმობს. ისე უნდა მოხაზო ასოები, თითქოს გაწელილია,“ – ამბობს  ბორის ტელეგენი, მხატვარი დელტა.

ლოს-ანჯელესიდან და ნიუ-იორკიდან ჩამოსული ნამუშევრები სიახლეა ლონდონისთვის  – რომელიც ღირებულებების ქალაქია.

“ლონდონის ქუჩის ხელოვნებისა და გრაფიტის კულტურის შესახებ იმდენი რამის თქმა შეიძლება,“ – ამბობს  ლაურა უჩელო , „სააჩის გალერეის“ საპარტნიორო პროექტების დირექტორი. „ჩემი აზრით, ამ გამოფენაზე ბევრი საინტერესო ნიმუშია წარმოდგენილი, განსაკუთრებით ნიუ-იორკიდან ჩამოტანილი „რეპის ტური“ გამოირჩევა. საინტერესოა, თუ როგორ უკავშირდება იგი მუსიკასა და გამომსახველობით კულტურას.“

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენი რამის დაკავშირება შეიძლება გრაფიტთან, თუ რა შპორს წავიდა მისი გავლენა წარმოშობის დღიდან მოყოლებული და როგორ აისახა მარკეტინგის სფეროსა თუ ახალ მედიაზე. ეს უბრალოდ დაუჯერებელია,“ – ამბობს კილა კელა,  ქუჩის კულტურის არქივის მცველი.

გამოფენა „ლონდონის ქუჩებს მიღმა“  სააჩის გალერეაში 9 მაისამდე გაგრძელდება.

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend