მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში საკვებზე ფასები საშუალოდ 18 პროცენტით გაიზარდა

ევროპის ქვეყნებში საკვებზე ფასები საშუალოდ 18 პროცენტით გაიზარდა

ევროპა ენერგოკრიზისიდან ახლა ცხოვრების ღირებულების კრიზისში გადადის. ამ უკანასკნელს ბევრი კომპონენტი აქვს, თუმცა ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებთ პოლიტიკურ ლიდერებს და რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ოჯახებს, არის კრიზისი საკვების ფასებთან დაკავშირებით.

თებერვალში საწვავის ფასი 18 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა, თუმცა საკვების ფასები განაგრძობს ზრდას.

ანალიტიკოსი რიკ დე ოლივიერა ამბობს, რომ როდესაც ვადარებთ ენერგორესურსებისა და საკვების ფასებს, არსებობს ე.წ. დაყოვნების ეფექტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ახლახანს შემცირებული ფასები ენერგორესურსებზე, უნდა აისახოს საკვების წარმოებაზე, რომ გამოჩნდეს რეალური სურათი. მაგალითისთვის, ის ფასები, რომელიც დღეს ჩვენს სუპერმარკეტებშია, ასახავს 6 თვის წინანდელ ფასებს ენერგორესურსების გათვალისწინებით, როდესაც ეს საკვები იწარმოებოდა.  რიკ დე ოლივიერა აცხადებს, რომ, თუკი ენერგო რესურსებზე ფასები სტაბილური იქნება, მომავალ 6 თვეში საკვებზეც დაიწევს.

გასულ წელთან შედარებით ევროკავშირში საკვების ფასები საშუალოდ 18 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე დიდი მატება უნგრეთში იყო და თითქმის 50 პროცენტი შეადგინა.

რიკ დე ოლივიერას განცხადებით, მომხმარებელთა ნდობა 2023 წლის ბოლოსკენ გაიზრდება, თუმცა ბევრად მეტი დრო დასჭირდება ცხოვრების ღირებულების კრიზისის დაძლევას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის რისკების ანგარიშის მიხედვით, ცხოვრების ღირებულების კრიზისის გავლენა გლობალური საზოგადოებისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend