მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნების დედაქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე ევროპის არაერთ ქალაქში მშვიდობისკენ მოწოდებებს თან ახლდა უკრაინის მხარდამჭერი აქციები. რამდენიმე ასეული უკრაინელი იტალიის დედაქალაქ რომში დროშებით შეიკრიბა და ქუჩის წარმოდგენაც კი გამართა.

აქციის მონაწილე ულიანა კინაში აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის საკუთრება არ არის და არც არასდროს იქნება. მისი თქმით, უკრაინელები ცოცხლადაც რომ გაყინო, პირველივე შესაძლებლობაზე აჯანყდებიან. ულიანა ამბობს, რომ ახლა ბავშვებმაც იციან, მათ ბომბავენ არა ამერიკელები, არამედ – რუსები.

აქციის მონაწილე იაკუ ბოვსკი კი აცხადებს, რომ უკრაინელთა გულებში ყველაზე ძლიერ რამ, რაც არის, არის წინააღმდეგობა. მისი თქმით, უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ხალხია, სურთ, იყვნენ თავისუფლები. იაკო ბოვსკი აღნიშნავს, რომ ვინმემ თუ არ იცის, რუსეთთან, როგორც აგრესორთან, უკრაინა უკვე 400 წელია იბრძვის.

მსგავსი ვითარება იყო მადრიდშიც, სადაც ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე მიძღვნილი ღონიძიებები გაიმართა. აქციის მონაწილეები დროშებითა და ბანერებით შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს.

გასულ უქმეებზე მსგავსი ღონისძიებები გაიმართა ბერლინში, პარიზში, ლონდონსა და სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend