მთავარიმსოფლიოშვედეთის დაზვერვა: რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს

შვედეთის დაზვერვა: რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს

შვედეთის დაზვერვა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე საშიშროებად მიიჩნევს.

გამაფრთხილებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტად აგრესიულია და მისი ექსტრემიზმი თანდათან უფრო იზრდება. ეს გაფრთხილება მოჰყვა შვედეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის შეფასებითაც, რუსეთიდან მომავალი ამჟამინდელი საფრთხე  ცივი ომის შემდეგ ყველაზე საგანგაშოა.

ეს ხდება გადაწყვეტილების მიმღებთა გავლენით და ასევე ალტერნატიული სოციალური სტრუქტურის შექმნით – განაცხადა შვედეთის ანტიტეროსტული ორგანიზაცია საპოს წარმომადგენელმა, სუზანა ტრეჰორნინგმა.

რუსეთისა და რეგიონში მისი დამანგრეველი მოქმედებების შესახებ შეშფოთება  მთავარი თემა იყო პოლონეთის სამიტზე, რომელშიც მონაწილეობას ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნები იღებდნენ, ისინი სამიტის უახლესი წევრები არიან. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ. ქვეყნები, რომლებიც  სამხედრო ალიანსს ახლა შეუერთდნენ, ცივი ომის პერიოდში მოსკოვის გავლენის სფეროებად მოიზარებოდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის ვალდებულება ნატოს წინაშე, როგორც უკვე მრავალჯერ აღინიშნა, აბსოლუტურად ნათელია. აშშ დაიცავს ნატოს თავიდან ბოლომდე.

ბაიდენის ვიზიტის მიზანი ევროპაში უკრაინისა და ნატოს მხარდაჭერა იყო.

მან ევროპული გაერთიანებები ამერიკის ერთგულებაში დაარწმუნა.

იმედია, ბაიდენი არ შეცვლის პოზიციას მას შემდეგ, რაც ის რესპუბლიკელების კრიტიკის სამიზნე აღმოჩნდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend