საქართველო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მარილის შემცირების სტრატეგიებზე დიალოგს იწყებენ. მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარი რისკფაქტორია. არაგადამდები დაავადებები კი ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში – აცხადებენ ჯანმოში.
რამდენად მნიშვნელოვანია მარილის მოხმარების შემცირება? – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, კახა ღვინიანიძემ ისაუბრა