მთავარისაქართველოევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული ეს დოკუმენტი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია.

რეზოლუცია ასევე ეხმაურება უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს და მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მიესალმება ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პროექტის წარდგენისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, განაცხადა, რომ სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზნით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა მნიშვნელოვანი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა კიშიონიოვში, 19-21 თებერვალს გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend