მთავარიკუბიCNN: ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

CNN: ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

აშშ-ის ხელისუფლებაში მყოფი ანონიმური წყაროების ცნობით, რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს გამოცადა. ინფორმაციას CNN-ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით,  ვაშინგტონი მოსკოვისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ და ამას აშშ ანომალიად და ესკალაციის მცდელობად არ განიხილავდა.

ოფიციალური პირების ცნობით, მძიმე რაკეტა “სარმატის” გამოცდა, რომელსაც დასავლეთში სახელად რაკეტა „სატანა 2“ უწოდეს, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ეს იარაღი რუსეთში ადრეც გამოუცდიათ და როგორც ვაშინგტონში მიიჩნევენ, თუ ახალი გამოცდა წარმატებული აღმოჩნდებოდა, ამის შესახებ აუცილებად ისაუბრებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც 21 თებერვალს წარსდგა ფედერალური ასამბლეის წინაშე.

სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში მონაწილეობას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც 2010 წელს გაფორმდა აშშ-სა და რუსეთს შორის და რის საფუძველზეც შემცირდა ორივე ქვეყნის არსენალში არსებული ბირთვული იარაღი, ბალისტიკური რაკეტები და განისაზღვრა ურთიერთკონტროლის მექანიზმები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend