მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს

ვლადიმერ პუტინი ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოდის.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი „ზედმიწევნით და თანამიმდევრულად“ გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რომლისთვისაც ერთი წლის წინ „რუსეთის ისტორიულ მიწებზე“ სპეციალური ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.

„ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, – მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად გადავწყვეტთ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს“, – განაცხადა ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „დასავლური ელიტა“ და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე გამანადგურებელ ომში.

მიმართვას ესწრებიან რუსეთის ცენტრალური და რუსეთის რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები, ფედერაციის საბჭოს წევრები, კრემლის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელოვნების, კულტურის და მეცნიერების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოსაწვევები არ მიუღიათ „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხული მედიის წარმომადგენლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend