მიუნხენის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს რამდენად შესაძლებელია ისეთი გზის პოვნა, რომელიც მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
ევროპის ქვეყნების ლიდერები მზად არიან, ინვესტიცია ჩადონ მეტ იარაღში.
თუმცა ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე რუსეთის მხრიდან ნატოს წევრ ქვეყნებს საფრთხე არ დამუქრებიათ, ეს დამშვიდების საფუძველს ამ ქვეყნის ლიდერებს არ უნდა აძლევდეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წელი გადის, თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდება.
ჩინელი დიპლომატი ვან იი ასევე მზადაა, ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა პეკინის პირობებით.
ჩინეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის საკითხებში საერთაშორისო ჩარევას.