მთავარისაქართველოშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირება საქართველოში

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირება საქართველოში

იძულებითი ან სავალდებული შრომა, შრომის ინსპექტიის როლი და დასაქმებულთა შევიწროება - ეს საკითხები განიხილეს დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში მთავრობის წევრებმა, დამსაქმებელთა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ნომერ 29-ე, 81-ე და 190-ე კონვენციები და მათი დამტკიცების საკითხები განიხილეს დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში მთავრობის წევრებმა, დამსაქმებელთა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 29-ე კონვენცია, ანუ იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა, ორგანიზაციის რვა ფუნდამენტური კონვენციიდან ერთ-ერთია. მისი მიზანი იძულებითი შრომის ნებისმიერი ფორმის აღკვეთაა და არ აქვს მნიშვნელობა სამუშაოს ხასიათს. იძულებით შრომად ითვლება ყველაფერი, რასაც დასაქმებული ნებაყოფლობით არ შეასრულებდა. ეს შესაძლოა იყოს შრომა ანაზღაურების გარეშე, მძიმე შრომით პირობები ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. საქართველოში, ეროვნულ დონეზე იძულებითი შრომის სრულყოფილი განმარტება ამ დრომდე არ არსებობს.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური ნებისა და აქტიური მუშაობის პირობებში, სამივე კონვენციის რატიფიცირება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.

მთავრობის წევრები, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ძირითად საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ.

სრული კონსენსუსის მიღწევის შემდეგ კი ჯერი საკანონმდებლო ორგანოზე იქნება.

რა გავლენა ექნება ბიზნესზე ამ კონვენციების რატიფიცირებას –  მთავრობის წევრების განცხადებით, ხარისხიანი შრომის ბაზარი საქართველოს ბევრი საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვაში დაეხმარება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend