„უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“ – ამ თემაზე შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ გუშინ ლექცია-სემინარი გამართა.
შეკრებილმა საზოგადოებამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების გზებსა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით მსოფლიოში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევები ყოველდღიურად 1 მილიონს აჭარბებს. რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას აივ ინფექციის პრევენციისთვის მსოფლიოსა და საქართველოში
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერმა, ნინო ხეთაგურმა ისაუბრა