მთავარიევროპაუკრაინა„უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები წელს უნდა დაიწყოს" - ზელენსკი

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები წელს უნდა დაიწყოს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დროულად გადავიდეს შემდეგ ფაზაში. მისი განცხადებით „უკრაინაც ევროპაა“.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ მოლაპარაკებები გაწევრებასთან დაკავშირებით წელს დაიწყოს. იგი ლიდერებს  ბრიუსელში ევროკავშირის შტაბ-ბინაში შეხვდა. ამით  ზელენსკიმ ევროპაში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა.

„ვფიქრობ, მე ასე გავიგე… ან უბრალოდ მინდოდა ამის მოსმენა.  შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვთ, თუმცა მაინც ვფიქრობ, სწორად გავიგე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და მიღებული შედეგების შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ  დიალოგი ჩვენს მომავალთან დაკავშირებით, რომელიც  ჩვენს ევროკავშირში გაწევრებას უკავშირდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

„შთამბეჭდავია ის, რომ უკრაინა წარმატებით მიიწევს  წინ რეფორმების გასატარებლად და ამ შვიდ რეკომენდაციაზე შესაბამისად მუშაობს; მაგალითად, ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება, უმაღლესი სასამართლო საბჭოს აღდგენა, ახალი კანონი მედიის შესახებ – ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. შეიძლება, მეტის გაკეთებაა საჭირო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ამ ყველაფრისთვის მკაცრი ვადები არ არსებობს”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტის შესახებაც განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend