მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში ბირთვული კატასტროფის საფრთხე კვლავ მაღალია

უკრაინაში ბირთვული კატასტროფის საფრთხე კვლავ მაღალია

ხუთშაბათს უკრაინის დედაქალაქ კიევში ძველ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. კიევის სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხნის ტერიტორიაზე ათამდე ადამიანი იმყოფებოდა.

“ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. შენობაში ხანძარი იყო. ამჟამად ცეცხლი უკვე ჩამქრალია და არც კვამლი აღარ არის. ვიცით, რომ აფეთქება ამ ერთსართულიანი შენობის შიგნით მოხდა”, – განაცხადა კიევის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ იჰორ შირმა.

ალინას ქმარი ქარხანასთან ახლოს მდებარე სახელოსნოში მუშაობდა, როდესაც აფეთქება მოხდა. ის 30 წლის იყო. ალინა ამბობს, რომ ქმართან ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლო და ამიტომ ქმრის სანახავად აფეთქების ადგილას მივიდა.

“თავიდან არ ვიცოდით, ზუსტად სად მოხდა აფეთქება. ინფორმაცია მოგვიანებით მივიღეთ. ჩემს მეუღლესთან დარეკვა ვცადე,  მაგრამ ვერ დავუკავშირდი. ამიტომ მაშინვე აქ მოვედი. უკანასკნელი ორი საათის განმავლობაში მასთან არანაირი კავშირი არ მქონია. მშობლებისთვის ჯერ არ დამირეკავს. არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა”, – ამბობს ალინა მალიუტინა.

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ქარხნის შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა. ამავდროულად, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმის ფრონტის ხაზზე, უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის მხრიდან ახალი შეტევებისთვის ემზადებიან. რუსი სამხედროები უკრაინელი ჯარისკაცებისგან მხოლოდ ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.

მიმდინარე ბრძოლების ფონზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მოსკოვში იმყოფება. იგი უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ობიექტი დაბომბა, რაც ბირთვული კატასტროფის საშიშროებას ზრდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend