რუმინეთის ტერიტორიაზე, ფრანგი და ამერიკელი ჯარისკაცები საერთაშორისო საბრძოლო დაჯგუფების ფარგლებში, სამხედრო მანევრებში მონაწილეობენ.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე, ალიანსისთვის აღმოსავლეთი ფლანგმა განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობა შეიძინა.
სამხედრო მანევრებში 350 სამხედრო მონაწილეობს, გამოიყენება თანამედროვე დასავლური შეიარაღებაც, მათ შორის ჰაიმარსები.
„ჩვენ სამხედრო თავსებადობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. აუცილებელია, რომ მოკავშირე სახელმწიფოების ჯარისკაცებს ერთად სამხედრო ოპერაციების წარმოების უნარი ჰქონდეთ. ამჟამად, აქცენტს საარტილერიო მიმართულებაზე ვაკეთებთ, მაგრამ კომუნიკაცია, თავსებადობა და ცეცხლის მართვა, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია“, – მიიჩნევს ამერიკელი ოფიცერი ბრაიან ფანინგი.
მრავალეროვანი სამხედრო დაჯგუფების მეთაური, ფრანგი გენერალი ტრიკან დე ლა გუტი ამბობს, რომ მიმდინარე სამხედრო მანევრების მიზანი ერთიანი სამხედრო გეგმის შემუშავება და თავდაცვითი სამხედრო სცენარის შემუშავებაა.
„ამ სამხედრო მანევრების მიზანი, ერთად წვრთნა და ერთიანი სამხედრო გეგმის შემუშავებაა. აუცილებელია, ყველა შესაძლო სცენარის დამუშავება, მათ შორის თავდაცვითი სცენარების შემუშავებაც“, – ამბობს სამხედრო დაჯგუფების მეთაური, გენერალი ტრიკან დე ლა გუტი.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარისკაცების წვრთნის მიზანი სამხედრო თავსებადობის ზრდაა.
„ეს სამხედრო მანევრები ჩვენ ფასდაუდებელ გამოცდილებას გვაძლევს. მიზნად ვისახავთ ასევე ჩვენს შენაერთებს შორის სამხედრო თავსებადობის ზრდას“, – აღნიშნავს სამხედრო დაჯგუფების სამხრეთ მეთაური გენერალი დან ტომა.
ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, რომ ალიანსი სამხედრო მზადყოფნაშია.