მთავარიევროპათურქეთირეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციაში ჩავიდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის მთავრობის მიმართ არსებული კრიტიკა, რომ  თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად დროული რეაგირება არ მოახდინა, უსაფუძვლოა.

პროვინციაში პირველი ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მთავრობას გარკვეული შეცდომები ჰქონდა, თუმცა მან პირობა დადო, რომ ყველას დაეხმარება და ქუჩაში არავინ დარჩება.

სტიქიის ზონაში ამბობენ, რომ არ აქვთ საჭირო აღჭურვილობა და შესაბამისი მხარდაჭერა. ისინი სამაშველო ჯგუფების მოსვლას ელიან. ნანგრევებიდან ნათესავებისა და მეზობლების ხმა ესმით, თუმცა ნანგრევებიდან მათ ამოყვანას სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ვერ ახერხებენ.

“რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, რადგან ძალიან რთული მოცემულობა გვქონდა. შეუძლებელია, მსგავსი კატასტროფისთვის წინასწარ იყო მომზადებული”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ქალაქ ანთაქიის მოსახლეობა დახმარებას ელოდება, რომ ახლობლები გადაარჩინონ. გასათბობად მათ კოცონი დაანთეს ქუჩებში… სწორედ იმ ადგილას, სადაც მათი ნათესავები ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

„სულ ოთხი ადამიანი იყო. ორი ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან, ორი კი ისევ შიგნითაა ჩარჩენილი. გვესმის მათი ხმა, ჩვენც ვესაუბრებით აქედან და რეაგირებენ. სასწრაფოდ გვესაჭიროება სამაშველო ჯგუფები. მივმართავ მთელ მსოფლიოსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაგვეხმარონ და ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ”, – ამბობს ადგილობრივი აბდულქადერ ბარაკატი.

ოჯახის წევრების გადარჩენის იმედი აქ ჯერ კიდევ აქვთ, რადგან 68 საათის შემდეგ ჰელენი ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. ორშაბათს მომხდარმა 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 12,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი მიწისძვრა იყო ქვეყანაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend