მთავარიმსოფლიოევროპა„მოსკოვი ცდილობს, ევროპული ცხოვრების წესი მოსპოს“- ზელენსკი ევროპარლამენტარებს

„მოსკოვი ცდილობს, ევროპული ცხოვრების წესი მოსპოს“- ზელენსკი ევროპარლამენტარებს

უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა ლონდონში. ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა პარიზშიც. დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ინსტიტუტებში შეხვედრებს მართავს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს დაუჭერს კიევის გამარჯვებამდე.

„ევროპარლამენტი უკრაინას მხარს უჭერს ომის პირველივე დღიდან. დღეს კი ვადასტურებთ, კიდევ ერთხელ, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდნენ.

„მოვუწოდებ ყველას, რომ დაეხმარონ უკრაინას რა გზითაც შეუძლიათ. ორჭოფობა მხოლოდ გააუარესებს ვითარებას. ომის დასაწყისშივე, რომ ისეთივე დახმარება გაგვეწია უკრაინისთვის როგორც ახლა, კიევი უკვე გამარჯვებული იქნებოდა“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ – მინისტრმა კაია კალასი.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა.

„მოსკოვი ცდილობს, რომ უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი მოსპოს. რატომ? რა მიზნით ცდილობს ამას რუსული მხარე? ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ევროპული ცხოვრების 27-ვე წესი წარმოადგენს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს. ამ ომში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო, არ მიმდინარეობს მხოლოდ ტერიტორიებისთვის, ეს ეხება დიქტატორს, რომელსაც დიდი რაოდენობით საბჭოთა წარმოების იარაღი აქვს, მას ეხმარება ირანული რეჟიმიც. კრემლი ცდილობს, ყველაფერი გაანადგუროს, რაც ჩვენს საერთო ღირებულებებს ეხება“.

ბრიუსელში შეიკრიბნენ უკრაინის მოქალაქეებიც და მათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის ბლოკში გაწევრების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend