ორგანიზაციამ “ჰელფინგ ჰენდი” საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მოხალისეთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოზარდებს ტრენინგები ჩაუტარდებათ, სადაც მთავარი თემები იქნება იმუნიზაცია, ვაქცინაცია და ჰიგიენის საკითხები.
მოზარდები მთელი წლის განმავლობაში ამ საკითხებში უკვე გამოცდილ მოხალისეებთან ერთად იმუშავებენ, წლის ბოლოს კი მათგან საუკეთესო მოხალისეები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ მესხმა და ორგანიზაციამ “ჰელფინგ ჰენდის” მოხალისეთა ელჩმა, თემო ხოჯაშვილმა ისაუბრეს.